Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კლოპი:“ ატალანტა ჩვენი ყველაზე დიდი გამოცდა იქნება“

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„მათ უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც კარგად არიან ორგანიზებულები და თავის უნიკალურ სისტემას 100 პროცენტით მიყვებიან. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ოსტატობას ძალიან ჭკვიანურად იყენებს.

„ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასთან მატჩი ჩვენი ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება ამ სეზონში. მათ წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს და წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება.“