Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კლოპი:“ მილანის წინააღმდეგ როტაციას ვგეგმავთ“

ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა, რომლის გუნდსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი განაღდებული აქვს, მილანთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ის სან სიროზე გადახალისებულ შემადგენლობას გაიყვანს.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ როტაციას მივმართოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც. გუნდის სამედიცინო შტაბი რაღაცას ჩამარტყავდა, იმავე შემადგენლობით რომ გვეთამაშა, ამიტომ ცვლილებების განხორციელება აუცილებლად მოგვიწევს.

„რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წაგებას ვაპირებთ. ლივერპული არსებული სიტუაციის ფონზე მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას გაიყვანს და დასვენებული ფეხბურთელები მეტი ენერგიით ითამაშებენ.“