Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კლუივერტი:“ დამფრისის სახით, ინტერმა კარგი ფეხბურთელი გაიფორმა“

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პატრიკ კლუივერტმა ინტერის ახალწვეულის დენზელ დამფრისის ტრანსფერზე ისაუბრა.

„ინტერში აშრაფ ჰაკიმის შეცვლა მარტივი არ იქნება, მაგრამ ნერაძურიმ დენზელ დამფრისის სახით შესანიშნავი ფეხბურთელი დაიმატა.

„ის არის ძალიან სწრაფი და ტექნიკური, მაღალი და უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც ინტერისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.“