Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კობოლი ჯილი:“ იმედი მაქვს, კერუბინიმ მაროტასგან უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე პარატიჩისგა…“

იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი ტურინიდან ფაბიო პარატიჩის წასვლას და მის ადგილზე ფედერიკო კერუბინი დაინიშნა.

პარატიჩი იუვენტუსის რიგებში 11 წელი მუშაობდა და მან ტურინი ოფიციალურად 30 ივნისს დატოვა. ის ახლა ტოტენჰემის სპორტული დირექტორი გახლავთ.

„იმედი მაქვს, რომ იუვენტუსის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტასგან უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე ფაბიო პარატიჩისგან.

„პარატიჩის სატრანსფერო პოლიტიკა არც ფინანსური და არც სპორტული თვალსაზრისით წარმატებული არ გამოდგა, რითიც გუნდმა საკმაოდ დიდი თანხები იზარალა. დამთხვევა არ არის, რომ იუვენტუსმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ გადაწყვიტა. მე კერუბინის არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის პარატიჩიზე კარგად იმუშავებს.“