Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოვაჩმა ბროზოვიჩის მიმართ ინტერესი უარყო

ბოლო დღეებში მარსელო ბროზოვიჩის სახელი მონაკოს დაუკავშირეს, თუმცა ნიკო კოვაჩმა, რომელიც გუნდში მთავარ მწვრთნელად ახლახანს დაინიშნა, გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„ბროზოვიჩს ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებში ვწვრთნიდი და ასეთი ინფორმაციის გავრცელება მოულოდნელი არ არის.

„ბროზოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ისეთი მაღალი დონის გუნდში თამაშობს, როგორიც ინტერია, თუმცა ის ჩვენი სტილის ფეხბურთელი არ არის, ამ ეტაპზე სხვა ვარიანტებს განვიხილავთ.“

27 წლის ბროზოვიჩს ინტერთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა კონტეს მისი გაყიდვა და მიღებული თანხით ნ’გოლო კანტეს შეძენა სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.