Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოვიდ კონსულტანტი:“ მილანი – იუვენტუსი 99.9 პროცენტით ჩატარდება“

პიემონტის რეგიონის კოვიდ კონსულტანტის, მატეო მარანტის თქმით, მილანი – იუვენტუსის მატჩი დიდი ალბათობით გეგმის მიხედვით გაიმართება.

მას შემდეგ, რაც ალექს სანდროს და ხუან კუადრადოს კორონა ვირუსი აღმოაჩნდათ, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მატჩი გადადებულიყო.

„ჩვენ მსგავსი სიტუაციებისთვის გვაქვს პროტოკოლი, რომელიც შესანიშნავად მოქმედებს და გუნდში დადასტურებული ვირუსის 2 შემთხვევა საკმარისი არ არის, რომ მატჩი გადაიდოს.

„ფეხბურთში პროტოკოლს დიდი ყურადღება ექცევა და რაიმე დამატებითი შეზღუდვების დაწესება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

„ერთ გუნდში კორონა ვირუსის 5 შემთხვევაც კი მატჩის გადადებას არ გამოიწვევს. გარწმუნებთ, რომ მილანი – იუვენტუსის შეხვედრა 99.9 პროცენტით გეგმის მიხედვით გაიმართება.“