Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლაროვი ინტერთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს

ალექსანდრ კოლაროვს ინტერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, 34 წლის სერბი ფეხბურთელი ნერაძურისთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს, რომა კი მის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

დი მარციოს ინფორმაციით, კოლაროვი უკვე მილანში იმყოფება და სამედიცინო შემოწმების პირველ ნაწილს დღეს, დანარჩენს კი ხვალ გაივლის და 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. სურვილის შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ, კოლაროვი სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში კოლაროვმა ჯალოროსის მაისურით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლის გატანა მოახერხა და 5-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.