Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოლაროვმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერის ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრ კოლაროვმა შესაძლოა უახლოეს დღეებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადოს.

36 წლის სერბ უკანახაზელს, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ფიზიკური პრობლემები აწუხებს და მან მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 44 წუთი გაატარა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ის სრულფასოვნად ვარჯიშს უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებს და კარიერის დასრულებას სერიოზულად განიხილავს.