Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლაროვს ინტერში სურს

რომას მარცხენა მცველს, ალექსანდრ კოლაროვს ჯალოროსის დატოვება და კარიერის ინტერში გაგრძელება სურს.

ჩელსი ემერსონ პალმიერის ფასის დაკლებას არ აპირებს და ინტერი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო, კონტეს ფავორიტი ვარიანტი კი კოლაროვია, რომელიც ნოემბერში 35 წლის ხდება…

კონტეს ვეტერანი ფეხბურთელის უნივერსალურობა და გამოცდილება მოსწონს. მას მარცხენა ფლანგის გარდა, 3-მცველიან სისტემაში თამაშიც შეუძლია, რაც იტალიელი სპეციალისტისთვის უმნიშვნელოვანესია.

ფეხბურთელმა ინტერს თანხმობა უკვე განუცხადა და ახლა ცდილობს, რომ ჯალოროსის ხელმძღვანელობა დაარწმუნოს და გუნდმა ის იაფად გაუშვას.

Leave a Reply

Your email address will not be published.