Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლაროვს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ სერბ უკანახაზელს, ალეკსანდრ კოლაროვს კორონა ვირუსი აქვს.

კოლაროვმა სერბეთის ნაკრები გაურკვეველი ფიზიკური პრობლემის გამო დატოვა და მილანში ჩასვლისთანავე ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

35 წლის ფეხბურთელს ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მას მინიმუმ 10 დღის გატარება იზოლაციაში მოუწევს.