Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლაროვს რომაში ფიორენტინას ფეხბურთელი შეცვლის

ალექსანდრ კოლაროვის ინტერში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. სერბი ფეხბურთელი ნერაძურის 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ჯალოროსის კი მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, რომამ კოლაროვის შემცვლელი უკვე იპოვა და ეს ფიორენტინას მარცხენა უკანახაზელი, 28 წლის კრისტიანო ბირაგია.

გასული სეზონი 28 წლის ფეხბურთელმა იჯარის წესით ინტერის რიგებში გაატარა, თუმცა ეშლი იანგის გუნდში მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ნერაძურიმ მისი გამოსყიდვა არ ისურვა.

Leave a Reply

Your email address will not be published.