Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლინა ყველა დროის საუკეთესო მსაჯად დასახელდა

France Football-მა ყველა დროის საუკეთესო მსაჯად პიერლუიჯი კოლინა დაასახელა.

პანდემიის გამო წელს Ballon d’Or არც ერთ ფეხბურთელს არ გადაეცემა. ამის მაგივრად, France Football-მა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, საუკეთესო მსაჯად კი კოლინა დაასახელა.

„როდესაც საქმე მსაჯობას ეხება, მხოლოდ ერთი სახელი გვახსენდება. 1997 წელს მისი დებიუტის შემდეგ და 2005 წელს, როდესაც მან კარიერა დაასრულა, პიერლუიჯი კოლინა საუკეთესო იყო და მან ფეხბურთის ისტორია დაწერა.“

კოლინამ სერია ა-ში 240 მატჩში იმსაჯა, 109 სანაკრებო დონეზე, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანიასა და ბრაზილიას შორის.

ის IFFHS-ის ვერსიით 1998-2005 წლების საუკეთესო მსაჯი გახლდათ, კოლინა 2011 წელს იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.