Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლოვატი:“ ინტერის შემადგენლობა უფრო სრულყოფილია, ვიდრე იუვენტუსის”

ინტერის და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ფულვიო კოლოვატის აზრით, ინტერს წელს იტალიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.

კოლოვატი, რომელიც ინტერის შემადგენლობაში 1982-86 წლებში თამაშობდა, ინტერს სკუდეტოს მოპოვების მთავარ კანდიდატად მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, ინტერს უფრო მაღალი დონის შემადგენლობა ჰტავს, ვიდრე იუვეს. ეს ორი გუნდი კი სხვა დანარჩენს ერთი თავით სჯობს.

„ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის რომა, ნაპოლი, ატალანტა, ლაციო და მილანი იბრძოლებენ, თუმცა სკუდეტოს გამარჯვებული იუვე – ინტერს შორის გადაწყდება.“

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ინტერის მაისურით 167 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.