Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კოლომბო:“ ეს მხოლოდ დასაწყისია“

ლორენცო კოლომბომ, რომელმაც ბოდო/გლიმტის წინააღმდეგ გოლის გატანა მოახერხა, მილანის ოფიციალურ არხთან კომენტარი გააკეთა.

„უბრალოდ მინდოდა, რომ მეყვირა, როდესაც დავინახე, რომ ბურთი კარში შევიდა. ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო.

„თანაგუნდელებმა საჭირო რჩევები მომცეს, თუ რა პოზიცია უნდა დამეკავებინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთი ჩვენ არ გვქონდა.

„მე ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია. ეს მხოლოდ პირველი მატჩი და პირველი გოლი იყო და იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული კარიერის კარგი დასაწყისია.

„მილანი ჩემი სახლია. მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და მსურს, რომ როსონერის რიგებში დიდი ხანი ვითამაშო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.“