Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოლონეზე:“ ინტერი კვლავ სერია ა-ს უძლიერესი გუნდია“

ინტერის ყოფილი უკანახაზელის ფრანჩესკო კოლონეზეს აზრით, ნერაძური სერია ა-ში კვლავ უძლიერესი გუნდი და სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია.

„ვფიქრობ, რომ ინტერი კვლავ უძლიერესია. გასულ სეზონში მიღებული გამოცდილება გუნდს ძალიან გამოადგება, რადგან სიმონე ინძაგის და კონტეს სტილი ერთმანეთის იდენტურია, მათ მსგავსი იდეები აქვთ და ადაპტაცია დიდ დროს არ წაიღებს.

„მართალია ინტერმა ლუკაკუ და ჰაკიმი დაკარგა, მაგრამ ბეპე მაროტას და სხვა დირექტორების შესანიშნავი მუშაობის წყალობით, გუნდი კვლავ უმაღლეს დონეზეა.

„სიმონე ინძაგიმ კი ლაციოში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი დონის სპეციალისტი და დიდი პროფესიონალია, ამიტომ ნერაძური კვლავ უპირობო ფავორიტია.“