Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოლონესე:“ მილანისთვის ილიჩიჩი შესანიშნავი ტრანსფერი იქნება“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო კოლონეზემ იოსიპ ილიჩიჩის მილანში შესაძლო ტრასნფერი შეაფსა.

„ილიჩიჩი ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ ის მილანს ძალიან გამოადგება. როსონერიმ ჩალჰანოღლუს წასვლის საკმაოდ დიდი ტალანტი დაკარგა და იმის მიუხედავად, რომ ილიჩიჩი შედარებით განსხვავებული მახასიათებლების არის, ის გუნდში გაჩენილი სიცარიელის შევსებას მოახერხებს. იოსიპი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რასაც უკვე დიდი ხანია ამტკიცებს.

„მას როგორც ფლანგზე, ასევე ფორვარდების უკან შეუძლია თამაში და მისი გამოდილება მილანის ახალგაზრდულ გუნდს აუცილებლად გამოადგება.“