კომისო:“ბიუროკრატია იტალიას კლავს“

ფიორენტინას მფლობელის თქმით,ფიორენტინა უმაღლესი მიზნებისთვის ვერასდროს ვერ იბრძოლებს,თუ გუნდმა ახალი სტადიონი არ ააშენა.

კომისო ბოლო პერიოდში ცდილობს,რომ ქალაქის მერიისგან გუნდის სტადიონის,არტემიო ფრანკის დემონტაჟის უფლება მიიღოს და მის ადგილზე ახალი სტადიონი ააშენოს.ბიზნესმენმა განაცხადა,რომ თუ ქალაქი ამის უფლებას არ მისცემს,ის გუნდის გაყიდვაზე დაფიქრდება.

„პრემიერ ლიგა იმის ნათელი მაგალითია,რომ შემოსავლების კუთხით გუნდს ახალი სტადიონი ჰაერივით სჭირდება.

„შეხედეთ ტოტენჰემს,მანჩესტერს,არსენალს…ბოლო კვლევების ცნობით,მათი წლიური შემოსავალი 460 მილიონის ფარგლებშია,ფიორენტინასი კი 93.

„სათამაშო დღისთვის გათვალისწინებული კომერციული აქტივობებიდან შემოსული თანხებით გუნდს შეუძლია,რომ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გარეშე ახალი ფეხბურთელები შეიძინოს.ამის გარეშე ფიორენტინა უმაღლესი მიზნებისთვის ვერასოდეს იბრძოლებს.


„ამ კრიზისის დროს,როდესაც ფლორენციის ტურისტების რაოდენობა მინიმუმამდეა დაცემული,მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს კომფორტული გარემო უნდა შეუქმნას,რომ ინვესტიციების მოზიდვა მოახერხონ.

„ბიუროკრატია იტალიას კლავს,ყველა ამ რგოლის გავლას და შესაბამისი ნებართვის აღებას შესაძლოა 10-15 წელი დასჭირდეს,ამდენი ხანი კი მოცდას არ ვაპირებ და ასეთ შემთხვევაში გუნდს გავყიდი.

„რომში,ახალი სტადიონის აშენების უფლების მისაღებად პალოტამ უკვე ექვსი წელი დახარჯა,სწორედ ამიტომ არის რომა კრიზისში და სწორედ ამიტომ იყიდება გუნდი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.