Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კომისომ დაადასტურა, ვლაჰოვიჩი ფიორენტინას დატოვებს…

ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ დაადასტურა, რომ დუშან ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩაიშალა და ის ფლორენციულ გუნდთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

21 წლის ტალანტის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, შესაბამისად ფიორენტინას მისი გაყიდვა მიმდინარე სეზონის ბოლოს მოუწევს, რომ ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა თავიდან აირიდოს.

ფიორენტინა ვლაჰოვიჩს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაც იების ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელფასი იქნებოდა, მაგრამ მხარეებს შორის დუშანის გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რის გამოც მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.