Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კომისომ ვლაჰოვიჩის მომავალზე ისაუბრა

ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლო გუნდს ბეპე იაკინი დატოვებს და მან 21 წლის სერბი ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„მინდა ბეპე იაკინის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. მისი გუნდში დაბრუნების დროს ფიორენტინა ნაწილებად იყო დაშლილი, თუმცა მან მოახერხა და გუნდი სერია ა-ში დატოვა, რის გამოც მას უდიდესი მადლობა ეკუთვნის. ჩვენ მომავალში ისეთ მწვრთნელი გვსურს, რომელიც გუნდს გამარჯვებას მოუტანს.

„ვლაჰოვიჩს რაც შეეხება, ის მე თამაშიდან თამაშამდე მაკვირვებს, ჩვენი სურვილი მისი შენარჩუნებაა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გუნდში ძალით არც ერთ ფეხბურთელს არ დავტოვებთ და თუ მას წასვლა მოუნდება, ამის შესახებ უნდა მითხრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ფიორენტინაში დარჩება.“