Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კომისო:“ ინტერს იტალიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს“

ინტერთან 4 – 3 წაგებული მატჩის შემდეგ, ფიორენტინას პრეზიდენტი იმედგაცრუებას ვერ მალავდა.

„ეს ფეხბურთია, მოგებულის და წაგებულის ბედი რამდენიმე წამში წყდება.

„დღეს უკვე ვთქვი, რომ ინტერს დიდი ალბათობით იტალიაში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვფიქრობ, რომ გასულ სეზონზე ბევრად ძლიერები ვართ, თუმცა ჯერ სწავლის პროცესში ვიმყოფებით.

„რიბერი ფენომენალური იყო. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია და მეტი არაფერი.

„გასულ სეზონში ჩვენ მე-5 ტურამდე გამარჯვებას ვერ ვახერხებდით, ახლა კი სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც უკვე კარგის ნიშანია.

„ჩვენი მიზანი გასული სეზონის შედეგის გაუმჯობესებაა. დარწმუნებული ვარ, რომ წელს მე-10 ადგილზე მაღალ პოზიციას დავიკავებთ, თუმცა არც ექვსეულშ შესვლის და ევროპული ტურნირების საგზურის მოპოვებაზე ვიტყოდი უარს.

„კიეზას მომავალი ? ამას ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირა მიმდინარეობს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“