Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კომისო:“ კიეზამ იმედები გამიცრუა“

ფირენტინას პრეზიდენტმა, როკო კომისომ ფედერიკო კიეზას იუვენტუსში ტრანსფერზე ისაუბრა.

„კიეზას განვითარებისთვის გუნდმა ძალიან ბევრი ფინანსური რესურსი დახარჯა. კიეზას გუნდიდან წასვლა გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ მისი შენარჩუნება მოვახერხეთ და იმედი გვქონდა, რომ ის აზრს შეიცვლიდა.

„მას პირადად არაერთხელ ვესაუბრე და კონტრაქტის გაუმჯობესებაც ბევრჯერ შევთავაზე, თუმცა სამწუხაროდ მან წასვლა ისურვა და იმედები გამიცრუა. გუნდის დატოვების შემდეგ მას არც კი დაურეკავს, რაც ვფიქრობ, რომ არც მე და არც ჩემს ოჯახს არ დაუმსახურებია.“

კომისომ ფიორენტინას ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა. იები ახალ სავარჯიშო კოპლექტს აშენებენ, რომელიც იტალიაში საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე დიდი იქნება.

„ჯო ბარონი ამ პრიექტზე უკვე ერთი წელია მუშაობს. პროექტი სრულიად პრივატულია და თითოეული ევრო, რაც მშენებლობაზე დაიხარჯება, კომისოს ოჯახიდან მოდის. ვამაყობ, რომ ფლორენციაში ასეთ მასშტაბურ პრიექტს ჩვენი ოჯახი უდგას სათავეში.

„ეს იტალიაში ყველაზე დიდი სპორტული ცენტრი იქნება, სადაც ყოველდღიურად 400-ზე მეტი იტალიელი იმუშავებს.

„მშენებლობა 2021 წლის იანვარში დაიწყება და იმავე წლის შობას დასრულდება. პროექტი იმის ნახევარი დამიჯდება, რამდენიც იუვენტუსს ახალი სტადიონის აშენება დაუჯდა.“