Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კომისო:“ კიეზას სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიგვიღია“

ფიორენტინას პრეზიდენტმა ფედერიკო კიეზას მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს.

„მედიაში კიეზას სახელმა ბოლო დღეებში ბევრჯერ გაიჟღერა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის მის ტრანსფერზე არავის მოუმართავს. თ ვინმე იტყვის, რომ მე ვიტყუები, ანახოს ყველას კონტრაქტი და დაარწმუნოს ხალხი, რომ მე ვიტყუები.

„მე კიეზა ძალიან მომწონს, თუმცა მას შევპირდი, რომ თუ გუნდიდან წასვლა მოუნდება და მის სანაცვლოდ შესაბამის წინადადებას მივიღებ, წასვლის უფლებას მივცემ, თუმცა ფედერიკოს დარჩენა ძალიან გამიხარდება.

„ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით და მას იმის თქმა მოუწევს, სურს თუ არა გუნდში დარჩენა.

„მე აღარ მსურს, რომ ფიორენტინა სატურნირო ცხრილში ათეულის მიღმა ვიხილო, თუმცა გულშემატკივრებმა უნდა გაიგონ, რომ 1 წელიწადში გუნდს ვერ ავაშენებთ. მოგვეცით დრო, ჩვენ დიდი ამბიციები და საიდუმლო მისიები გვაქვს, რომელიც ძალიან გაგახარებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.