Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კომისო:“ მილენკოვიჩის შენარჩუნება მინდა, კიეზა?…“

ფიორენტინას პრეზიდენტმა, როკო კომისომ ფედერიკო კიეზასა და ნიკოლა მილენკოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

„კიეზას უახლოეს დღეებში გავესაუბრები. მე მამამისს პირობა მივეცი, რომ თუ ფედერიკოს გუნდიდან წასვლა მოუნდებოდა, მე წინ არ დავუდგებოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასის სანაცვლოდ. ფედერიკომ რამდენიმე ევროპული გრანდის წინადადება დაბლოკა, მას იტალიაში სურს დარჩენა. მე ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ პანდემიის მიუხედავად, ისეთ გამორჩეულ მოთამაშეებს, როგორიც კიეზაა, სატრანსფერო ღირებულება არ დააკლდებათ.

„მილენკოვიჩი? მე მასთან გუნდიდან წასვლის შესახებ არასოდეს მისაუბრია. მილენკოვიჩი შესანიშნავი ადამიანი და მცველია და მე მისი შენარჩუნება მსურს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.