Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კომისო ფიორენტინას ყიდის

არაერთი იტალიური წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინას მფლობელმა როკო კომისომ გუნდის გაყიდვა გადაწყვიტა და მან პირველი წინადადება უკვე მიიღო.

კომისომ ფიორენტინა 2019 წელს, ძმები დელე ვალეებისგან იყიდა და მას შემდეგ იტალიური ფეხბურთის სტრუქტურის მიმართ კრიტიკული კომენტარებით გამოირჩეოდა, მათ შორის მისი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სტადიონის მშენებლობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურების სირთულე იყო.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინას ყიდვის სურვილი არაბმა ინვესტორებმა უკვე გამოთქვეს და ამერიკელ ბიზნესმენს გუნდის სანაცვლოდ 350 მილიონი ევრო შესთავაზეს…