Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონდო:“ ბეპე მაროტა ინტერის MVP-ა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო კონდოს აზრით, ფაქტი, რომ ინტერი მიმდინარე სეზონში კვლავ სკუდეტოსთვის ბრძოლის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, ბეპე მაროტას და მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

ფინანსური კრიზისის გამო ინტერი კონტემ დატოვა და გუნდს ჰაკიმი-ლუკაკუს გაყიდვა მოუწია, მაგრამ მაროტას დახმარებით ნერაძურიმ საკმაოდ დიდი ფულის დაზოგვის მიუხედავად ინტერს ბრძოლისუნარიანობა შეუნარჩუნა.

„ინტერმა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა უკვე მოიგო. მათ კონტეს, ჰაკიმის და ლუკაკუს გაშვების შემდეგ ბეწვის ხიდზე გაიარეს, მაგრამ ჯენოას და ვერონას დამარცხების შემდეგ დავრწმუნდით, რომ მათ კვლავ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ და გუნდს ერთიანობა არ დაუკარგავს.

„ამ ყველაფერში ყველაზე დიდი დამსახურება ბეპე მაროტას მიუძღვის, რომელმაც გუნდის ხელმძღვანელობის მოთხოვნაც დააკმაყოფილა და ნერაძურის ფული მოუტანა და არც გუნდის საერთო დონე შეამცირა, ის ინტერის ნამდვილი MVP-ა.“