Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონდო:“ ევროპული ტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ, ინტერი სერია ა-ს ფავორიტია“

იტალიელი ჟურნალისტის პაოლო კონდოს თქმით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ინტერს სერია ა-ს ფავორიტად აქცევს.

„იტალიური გუნდებისთვის, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან, გაზაფხული გადამწყვეტი იქნება და ინტერს მათთან შედარებით დიდი ფორა აქვს.

„იუვენტუსს, მილანს და სხვებს კვირაში რამდენიმე თამაშის გამართვა მოუწევთ, ინტერს კი დრო ექნება, რომ ერთი თამაშისთვის მოემზადოს.

„ანტონიო კონტე ვალდებულია სერია ა მოიგოს. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, არა მხოლოდ მისი სამსახური, არამედ მისი პრესტიჟიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.“