Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონდო:“ იუვემ დიბალას კონტრაქტი სეზონის სტარტამდე უნდა გაუხანგრძლივოს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ პაულო დიბალას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

„გასული სეზონის მსვლელობისას დიბალას იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და იუვენტუსმა მას კონტრაქტი იქამდე უნდა გაუხანგრძლივოს, სანამ სეზონი დაიწყება.

„პსჟ-მ ნახევარი ევროპა დაიმატა და ფული მხოლოდ აშრაფ ჰაკიმის სანაცვლოდ გადაიხადა. მათ შეუძლიათ, რომ ფეხბურთელებს წარმოუდგენელი ხელფასები და საკომისიოები გადაუხადონ, თუ გუნდებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე უარს იტყვიან და პსჟ დიბალაზე უარს ნამდვილად არ იტყვის, ამიტომ ტურინელებმა ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოაგვარონ.“