Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონდო:“ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ბრუნდება“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო კონდოს აზრით, იუვენტუსი ფორმას იბრუნებს და ტურინელები სკუდეტოსთვის ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებიან.

„ზედიზედ 3 გამარჯვება იუვენტუსისთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო. მათ ამ მატჩების შემდეგ სისხლდენა შეუჩერდათ და სანაკრებო პაუზამაც ძალიან კარგ დროს მოუწიათ, ახლა გუნდი უფრო დალაგდება და პაუზის შემდეგ საქმეს უფრო დალაგებულად შეუდგება.

„მათი მეტოქე გუშინ ძალიან ძლიერი და კარგად მოთამაშე ტორინო იყო, მაგრამ მე რეალურად შესნის კართან შექმნილ სახიფათო მომენტს ვერ ვიხსენებ, იუვენტუსმა კი ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.“