Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონდო:“ მილანს სკუდეტოსთვის ბრძოლისთვის ბერარდი სჭირდება“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო კონდოს ინფორმაციით, მილანს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა მათ ამისთვის სასუოლოს შემტევის დომენიკო ბერარდის გაფორმება მოუწევთ.

„მილანი ჯიჯო დონარუმამ და ჰაკან ჩალჰანოღლუმ დატოვეს, რაც ულაპარაკოდ ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა მეორეს მრივ როსონერიმ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები დაიმატა, მათი ახალგაზრდული შემადგენლობა კი ახლა უფრო გამოცდილი და ბრძოლისთვის მომართული იქნება, ვიდრე გასულ სეზონში.

„ვფიქრობ, რომ მილანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ სკუდეტოსთვის საბრძოლველად კიდევ ერთი ფეხბურთელი სჭირდებათ და მისი სახელი დომენიკო ბერარდია.“

გასული კვირეების განმავლობაში სასუოლოს გარემარბი მილანს მართლაც დაუკავშირეს, თუმცა სასუოლოს მის სანაცვლოდ 40-45 მილიონის მიღება სურს და ამ თანხის გადახდა როსონერის არ შეუძლია…