Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონდო:“ შახტართან ფრე ინტერისთვის ცუდი შედეგი არ არის“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის მატჩი შეაფასა.

„უკრაინაში ფრე ინტერისთვის ცუდი შედეგი არ არის. მართალია ნერაძური ამით პრიველ ადგილს დაშორდა, მაგრამ მიახლოების საშუალება არც შახტარს მისცა და ვფიქრობ, რომ ნერაძურიმ ამ ქულით კვალიფიკაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება ვფიქრობ, რომ ნერაძურის უბრალოდ არ გაუმართლა, რადგან მათ გაცილებით რეალური მომენტები შექმნეს, რომელთა გამოყენებაც ვერ მოახერხეს სწორედ ისე, როგორც რეალთან მატჩში იყო.

„ინტერს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ჯგუდიფან გავიდეს, მათ მომდევნო მატჩებში შერიფი უნდა დაამარცხოს და 6 ქულა მოიპოვოს, რაც უკვე ვნახეთ, რომ მარტივი არ იქნება, მაგრამ მათ ამის უნარი შესწევთ.“