Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონეს მილანში თამაში სურს

ბოლო დღეებში კუადიო კონეს სახელი მილანს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა როსონერის ფეხბურთელის ტრანსფერში კონკურენციას არაერთი გუნდი უწევდა და გლადბახმა ტულუზას ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ კონკრეტული წინადადებითაც მიმართა.

თუმცა, იტალიური წყაროების ინფორმაციით, ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე მილანი 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ფავორიტად მოიაზრება.

როსონერიმ ტულუზას ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა ფრანგები 10 მილიონ ევროს ითხოვენ და დათმობაზე წასვლას ჯერჯერობით არ აპირებენ.