Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონეს ხელიდან გაშვების შემდეგ, მილანი 3 ალტერნატივაზე მუშაობს

როგორც ჩანს, როსონერი ტულუზას ახალგაზრდა ნახევარმცველის, კუადიო კონეს გაფორმებას ვერ მოახერხებს, თუმცა მალდინის მისი 3 ალტერნატიული ვარიანტი უკვე ნაპოვნი ჰყავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კონეს ტრანსფერში ბოლო საათებში გლადბახი დაწინაურდა. მათ ტულუზას 9 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც თანხმობა მიიღეს და ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება.

როსონერი სცენარის ასეთ განვითარებას მომზადებული შეხვდა და 3 ვარიანტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

პირველი მათგანი ბუბაკარი სუმარეა, რომელიც უკვე დიდი ხანია დიავოლოს რადარზე იმყოფება, თუმცა ლილი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს.

მის გარდა, მილანი ბორდოს ტომა ბასიჩს და ნანტის იმრან ლოუზას აკვირდება. პირველი მათგანი 24, მეორე კი 21 მილიონი ღირს.