Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“გუნდის ისტორიაში შესასვლელად გამარჯვება გვჭირდება“

ანტონიო კონტემ ხვალინდელ ფინალზე ისაუბრა და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სევილიასთან შეხვედრა მისთვის.

„ჩემი ფიქრები ყოველთვის გუნდისა და ფეხბურთელების გარშემო ტრიალებს. მსურს, რომ ბიჭებმა სეზონის ბოლო თამაში მაქსიმალურად კარგად ჩაატარონ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ.

„ეს ევროპაში ჩემი მეოთხე წელია. მე ჩემპიონთა ლიგის მეორე და მეოთხე ადგილები მოვიპოვე, ევროპა ლიგაზე კი ნახევარფინალში და ფინალში გასვლა შევძელი.

„ფინალში თამაში ძალიან სასიამოვნოა. გუნდმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

„გუნდი სეზონის სტარტიდან დაუღალავად მუშაობდა და ამ მუშაობის შედეგს ახლა ვხედავთ. ჩვენ ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა გუნდში დიდი ცვლილებების შემდეგ გარკვეული დროა საჭირო.

„იყო მომენტები, როდესაც ხალხი იმასაც კი იძახდა, რომ ჩემი იდეები ინტერს არ ეწყობოდა, თუმცა ახლა ყველას დავანახეთ, რომ ეს ასე არ არის.

„ჩვენ სევილიას ძალიან ვაფასებთ და გვესმის, რომ თასის იტალიაში წასაღებად მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება მოგვიწევს. სევილიას ასეთ თამაშებში ბევრად დიდი გამოცდილება აქვს და ამ კუთხით მათ გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ.

„იმედი მაქვს, რომ ბიჭები მოედანზე მშვიდი გონებით გავლენ. მე მათ ვუთხარი, რომ გუნდის ისტორიაში მხოლოდ ისინი შედიან, რომლებიც ტიტულების მოგებას ახერხებენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ინტერის ისტორიაში ჩვენს სახელებს ოქროს ასოებით ჩავწერთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.