Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ინტერი საბრძოლველად მზად იყო“

ანტონიო კონტე ხეტაფეს დამარცხების შემდეგ კმაყოფილი ჩანდა და გუნდის ხელმძღვანელობა ალექსის სანჩესის გაფორმების გამო შეაქო.

ლუკაკუსა და ერიქსენის გოლებით ნერაძური ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა,სადაც რეინჯერსსა და ლევერკუზენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ვიცოდით,რომ წინ რთული შეხვედრა გველოდებოდა.ხეტაფემ აგრესიულად დაიწყო და დე ვრეის შეცდომა კინაღამ ძვირად დაგვიჯდა.საწყის წუთებზე მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა თამაშის სადავეები ჩვენს ხელთ ვიგდეთ და ბურთზე კონტროლი დავაწესეთ.

„გუნდი თავიდანვე მზად იყო,რომ დღეს მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა მოგვიწევდა და ჩვენ ამ ამოცანას იდეალურად გავართვით თავი.დღეს ყველა სადაო ბურთზე ვიბრძოლეთ,რაც სეზონის განმავლობაში ხშირად პრობლემა იყო.

„ევროპა ლიგაზე პროგრესი გამოცდილების მიღების ძალიან კარგი საშუალებაა.გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ,რამდენიმე მომენტში ფორტუნა ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, ტაბლოზე უფრო დიდი სხვაობა იქნებოდა.ლუკაკუმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მეორე გოლის გატანა შეეძლო,თუმცა ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

„მიხარია,რომ გადატვირთული სეზონის შემდეგ,ბიჭებს თამაშის და გამარჯვების სურვილი ჯერ კიდევ აქვთ.

„სანჩესს რაც შეეხება,გუნდის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ,რადგან ეს ძალიან კარგი და საჭირო ტრანსფერია.მან მანჩესტერში არც თუ ისე მარტივი წლები გაატარა,შემდეგ კი ტრავმა მიიღო,თუმცა ჩილელის ტალანტში ეჭვი არასოდეს შეგვიტანია და ის ინტერს ძალიან გამოადგება.

„ერიქსენის გოლმა გამახარა.მისი და მთელი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა,თუმცა ეს ჩვენი პოტენციალის მცირე ნაწილი და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.