კონტე:“ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა“

ანტონიო კონტეს ინტერმა უპირატესობა ხელიდან გაუშვა და დაძაბულ ბრძოლაში სასუოლოსთან პრე 3-3 ითამაშა.

შეხვედრაში სასუოლომ პირველი გოლის გატანა მოახერხა,თუმცა ინტერმა პირველივე ტაიმში 2 გოლი გაიტანა და წინ გავიდა,თუმცა საბოლოოდ გუნდებმა ფრე დააფიქსირეს.

„ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით და გამარჯვებას ვიმსახურებდით.ეს ის პრობლემაა,რასაც აქამდეც ვიძახდი.შეტევაში შანსები მეტად უნდა გამოგვეყენებინა,იმედგაცრუებული ვარ.როდესაც მოედანზე ამდენს შრომობ და ამდენ მომენტს ქმნი,სანაცვლოდ 3 ქულას ელოდები,თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ,რაც სამწუხაროა.

„როგორც უკვე ვთქვი,უამრავი მომენტი გვქონდა და ისინი უკეთ უნდა გამოვიყენოთ.სხვა რა ვთქვა არ ვიცი,უბრალოდ ამ საკითხზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

„საერთო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ,ბიჭებმა კარგად ითამაშეს,თუმცა გასაუმჯობესებელი ასპექტები კიდევ ბევრია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.