კონტე:“ინტერმა თამაშები მალევე უნდა მოკლას“

ანტონიო კონტეს გუნდმა სამპდორია 2 – 1 დაამარცხა,იუვენტუსთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა.

პირველი ნახევარი ნერაძურის სრული დომინაციით წარიმართა და გუნდმა 2 შესანიშნავი,გუნდური გოლი გაიტანა,თუმცა შესვენების შემდეგ საქმე ასე კარგად ვერ წავიდა,მაგრამ გუნდმა გამარჯვება მაინც მოახერხა.

„ჩვენ გამარჯვების გარდა,სხვა არჩევანი არ გვქონდა.აუცილებელი იყო,რომ სხვაობა ლიდერ იუვენტუსთან 6 ქულამდე შეგვემცირებინა.

„ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლაში შანსი ჯერ კიდევ გვაქვს,ამიტომ შანსები უკეთ უნდა გამოვიყენოთ და ამდენი მომენტი არ უნდა გავანიავოთ.ყველაფრის მიუხედავად,გუნდმა კარგად ითამაშა და წინა თამაშთან შედარებით,აშკარად მომატებული გვაქვს.

„ჩვენ ფიტნესის პრობლემა არ გვაქვს,გუნდი კარგ ფორმაშია,უბრალოდ შანსების უკეთ გამოყენება უნდა დავიწყოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი შეცდომა და სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოვეთიშებით.


„ინტერმა სპორტული თვალსაზრისით მოწინააღმდეგე უნდა მოკლას,შანსი არ უნდა დაუტოვოს,რომ ქულების მოპოვებაზე იფიქრონ.

„12 ტურში 6 ქულა გვაქვს დასაქაჩი,ამიტომ შეცდომა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ,ჯერ დასრულებული არაფერია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.