კონტე:“ინტერმა ფინალი დაიმსახურა“

ანტონიო კონტეს თქმით,ნაპოლის კიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო და ინტერი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა.

„ორი მატჩის ჯამში,ჩემი აზრით გასვლა ჩვენ დავიმსახურეთ.ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ,სწორედ ასეთი აგრესიული და დომინანტი თამაშის ხულვა მსურს.

„ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით,თუმცა ოსპინა დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყო და საოცარი სეივები შემოგვთავაზა.

„ისეთი გოლი გავუშვით,რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო.თუ დიდ გუნდებთან გამარჯვება გვინდა,ასეთი მარტივი შეცდომები არ უნდა დაუშვა და საგოლე შანსები უნდა გამოიყენო.

„სტატისტიკა შევამოწმე და აშკარაა,რომ ოსპინა შეხვედრის გმირია,მან უამრავი ბურთი მოიგერია.ჩვენი საგოლე მომენტები უკეთესად უნდა გამოვიყენოთ,სხვა ყველაფერი ჩემმა ბიჭებმა კარგად შეასრულეს.

„გუნდი იმედგაცრუებულია,მათ ფინალში გასვლა სურდათ.ნაპოლიმ დაცვითი თამაში შემოგვთავაზა და შეხვედრა კონტრ-შეტევებზე ააწყო,ასეთ მატჩში კი ნახევარმცველებისთვის სივრცეების პოვნა და პასის გაკეთება მარტივი არ არის.

„მიუხედავად ამისა,როგორც უკვე აღვნიშნე,საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით.ერიქსენის თამაშით კმაყოფილი ვარ და რომ არა ოსპინას სეივები,ახლა ფინალში ვიქნებოდით.

„ეს ის ინტერია,რისი ხილვაც მე მსურს.აგრესიული,რომელმაც ნაპოლის თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცა.ეს ფაქტებია.ჩვენ ბურთის ფლობა 60 პროცენტზე მეტი გვქონდა და კარშიც უფრო ხშირად ვურტყავდით.ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.