Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“კატეგორიულად ვუარყოფ ცნობებს,რომ თითქოს იუვეში სარის მომავლით ვინტერესდები“

დღეს დილით La Repubblica-მ გაავრცელა ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც ანტონიო კონტეს იუვეში დაბრუნება სურდა და იუვენტუსში მაურიციო სარის მომავლით ინტერესდებოდა.

ამ თემაზე კომენტარი თავად კონტემ გააკეთა და ეს ცნობები უარყო.

„La Repubblica-ში გავრცელებულ ინფორმაციას,თითქოს მე იუვეს დირექტორებს და ფეხბურთელებს დავურეკე და მათ მაურიციო სარის მომავლის შესახებ ვკითხე,კატეგორიულად ვუარყობ.

„მე ვაპირებ,რომ ამ სტატიის ავტორებსა და გამოცემის დირექტორს სასამართლოში ვუჩივლო.

„ინტერთან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვაპირებ,რომ გუნდს ძველებური დიდება დავუბრუნო და მათი ახალი პროექტი წარმატებულად ვაქციო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.