Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“ლევერკუზენის კონტრ-შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ“

ანტონიო კონტემ ლევერკუზენთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა .შეხვედრა ლევერკუზენსა და ინტერს შორის ხვალ,23:00 საათზე გაიმართება.

„ლევერკუზენი კონტრ-შეტევების დროს ძალიან ძლიერია და ამ დროს ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ღია სივრცეები არ უნდა დავტოვოთ.

„ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ერთიანობა გვჭირდება როგორც დაცვით,ისე შეტევით ფაზებში. ასეთ მატჩებში მნიშვნელოვანი მცირე დეტალებია და კონცენტრაციის დაკარგვა არც ერთი წამით არ შეიძლება.

„ბევრი ინტერს ფავორიტად მიიჩნევს,თუმცა ასეთ ეტაპზე ფავორიტები აღარ არსებობენ და ტურნირზე შემორჩენილი ყველა გუნდი ძალიან ძლიერია.

„როგორც ხეტაფესთან მატჩის წინ ვთქვი,ახლაც გავიმეორებ,რომ გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის ღირსია.

„ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ტურნირის დასრულების შემდეგ გული არაფერზე არ უნდა დაგვწყდეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.