Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტე:“მაქსიმალისტი ვარ“

ანტონიო კონტეს თქმით,ის თავისუფალ დროს ინტერის შემადგენლობის შესწავლაში იყენებს,რომ თავისი გუნდისთვის საუკეთესო სქემა შეარჩიოს და გუნდის პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს.

ნერაძური რამდენიმე დღის წინ ნაპოლიმ Coppa Italia-ს ნახევარფინალიდან გამოაგდო და საბოლოოდ გამარჯვებულიც გახდა.

ინტერი სამპდორიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება და კონტეს თქმით,ფეხბურთის შეჩერებამ გაუმჯობესებისთვის დრო მისცა.

„ერთადერთი პოზიტიური მხარე,რაც ამ კრიზისს ჰქონდა,არის დრო,რომელიც გაუმჯობესებაში და გარკვეული ასპექტების დახვეწაში დამეხმარა.მე ყოველთვის ვეუბნები მათ,რომ უკეთ უნდა ითამაშონ,მაქსიმალისტი ვარ და კმაყოფილი არასდროს ვიქნები.

„მქონდა საშუალება,რომ პირველი 7 თვის თამაში დეტალურად შემესწავლა და ნეგატიური და პოზიტიური მხარეები მენახა.

„იმედი მაქვს,გულშემატკივრები სტადიონზე მალე დაბრუნდებიან,რადგან მათ გარეშე ფეხბურთს ხიბლი აკლდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.