Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კონტემ ერიქსენის სიტუაციაზე ისაუბრა

ანტონიო კონტემ არტურო ვიდალის კრიტიკოსებს უპასუხა და კრისტიან ერიქსენის საკითხსაც შეეხო.

„ვიდალი დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც ყოველთვის იცის, თუ რა უნდა ქნას მოედანზე. კარგი იქნებოდა, რომ სეზონის წინ მას გუნდთან ერთად სავარჯიშოდ მეტი დრო მისცემოდა, თუმცა არტურო დაკისრებულ მოვალეობას თავს მაინც შესანიშნავად ართმევს.

„ერიქსენი ? ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვღებულობ, გუნდის საკეთილდღეოდ არის მიმართული. თუ რომელიმე ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არ არის. კრისტიანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ახლა რთული პერიოდი აქვს.“