Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტემ ერიქსენის ტოტენჰემში დაბრუნება არ გამორიცხა

ინტერის უკვე ყოფილი დუეტო ანტონიო კონტე და კრისტიან ერიქსენი ერთად ამჯერად შესაძლოა ტოტენჰემის რიგებში ვიხილოთ.

ერიქსენი, რომელმაც ნერაძურისთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, თავისუფალი აგენტია და ახალი გუნდის ძიებაშია.

იტალიისგან განსხვავებით, ინგლისში გულის დეფიბრილატორის იმპლანტზე არანაირი აკრძალვა არ არსებობს, ამიტომ მას პრემიერ ლიგაში დაბრუნება და თამაში უპრობლემოდ შეეძლება.

ამ თემაზე კომენტარი ტოტენჰემის თავკაცმა ანტონიო კონტემ გააკეთა.

„ერიქსენთან საკმაოდ დიდი ხანია არ მისაუბრია, მაგრამ იმის ნახვა, რომ ის ვარჯიშს დაუბრუნდა, ძალიან სასიამოვნო იყო.

„კრისტიანი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია, რომელმაც ზაფხულში ყველა ძალიან შეგვაშინა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ის ფეხბურთში დასაბრუნებლად მზად არის.

„მისი ტოტენჰემში დაბრუნება ? ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მაგრამ კრისტიანისთვის კარი ყოველთვის ღიაა.“