Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტემ კიდევ ერთი პრეს-კონფერენცია გააუქმა…

ანტონიო კონტე, რომელმაც ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებს, არც იუვენტუსი – ინტერის მატჩის წინ გამართავს პრეს-კონფერენციას.

Derby d’Italia ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება და უკვე ჩემპიონი ინტერი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ იუვენტუსს ესტუმრება, თუმცა ანტონიო კონტე გასული 2 ტურის მსგავსად ჟურნალისტების კითხვებს არც ამჯერად უპასუხებს.

იტალიური მედიის ცნობით, კონტეს გუნდიდან წასვლის შანსები დღითი დღე მატულობს, რაც გუნდში არსებული ფინანსური კრიზისიდანაა გამოწვეული და იტალიელი სპეციალისტი სტივენ ჟანგს ამ თემაზე სასაუბროდ უახლოეს დღეებში შეხვდება, იქამდე კი ზედმეტი კითხვებისგან თავის ასარიდებლად ჟურნალისტებს გაურბის.