Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტემ რეალს ლუკაკუს გაფორმება სთხოვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მადრიდის რეალსა და ანტონიო კონტეს შორის გრძელდება და შესაძლოა იტალიელმა სპეციალისტმა ბლანკოსი ჩაიბაროს, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, ანტონიო კონტემ პერესს ორი ფეხბურთელის გაფორმება სთხოვა.

წყაროს ინფორმაციით, თუ კონტე რეალის მწვრთნელად დაინიშნა, მათი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ინტერის ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და ჩელსის ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე იქნება, რომელსაც კონტე ინტერში ყოფნისას დაჟინებით ითხოვდა.