Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტემ ტოტენჰემი უარით გაისტუმრა, პარატიჩი კი დათანხმდა…

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტემ ტოტენჰემის გაწვრთნაზე უარი თქვა, თუმცა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის სპორტულ დირექტორობაზე თანხმობა განაცხადა და ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება.

წყაროს ინფორმაციით, კონტეს ტოტენჰემის პროექტი არ მოეწონა და უკვე შეთანხმებულ კონტრაქტზე უარი თქვა, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ პარატიჩიზე გავლენა ვერ მოახდინა და ფაბიო მომდევნო სეზონიდან სპორტული დირექტორის ამპლუაში უკვე ლონდონურ გუნდში მოგვევლინება.

პარატიჩიმ იუვენტუსში 11 წელი გაატარა და მისი ოფიციალური გამოსამშვიდობებელი საღამო დღეს გაიმართა.

გათიშვა