Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტემ ჩემპიონთა ლიგაზე მილანის და ინტერის მატჩები შეაფასა

ინტერის ყოფილმა თავკაცმა და უკვე Sky Sport-ის ჩემპიონთა ლიგის ანალიტიკოსმა ანტონიო კონტემ ინტერის და მილანის მატჩებზე კომენტარი გააკეთა.

„მილანმა ატლეტიკოსთან მატჩი ძალიან კარგად დაიწყო. მათ ყველას დაუმტკიცეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იმსახურებენ. როსონერი მაშინ, როდესაც მოედანზე 11 კაცით იყვნენ, ატლეტიკოს აშკარად სჯობდა, კესის კი გაცილებით უფრო ყურადღებით ყოფნა მართებდა.

„იგივე სიტუაცია ჩვენც დაგვემართა, როდესაც ვიდალი რეალთან მატჩში მე-20 წუთზე გააძევეს. საერთო ჯამში მილანი კარგად გამოიყურება და ეს არის შეცდომები, რომლებიც გუნდს პროგრესირებაში და წინსვლაში ეხმარება. მილანისთვის მომდევნო 2 მატჩი გადამწყვეტი იქნება.

„ინტერს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან დაბალანსებული შეხვედრა ვიხილეთ. მასპინძლებს უფრო მეტი ბურთის ფლობა ჰქონდათ, მაგრამ ინტერმა გაცილებით კარგი მომენტები შექმნა. ინტერი არის გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს და როდესაც ამას ვერ ახერხებს, პრობლემები ექმნება, მაგრამ შახტართან მათ არ გაუმართლათ, რადგან გუნდი მინიმუმ ერთ გოლს იმსახურებდა.“