კონტე:“სასუოლო მარტივი მოწინააღმდეგე არ არის“

ანტონიო კონტეს თქმით,ის შემადგენლობის შეცვლას გეგმავს,რომ ფეხბურთელები დაასვენოს და დასძენს,რომ სასუოლოსთან იოლი გასეირნება არ იქნება.

ინტერი – სასუოლო ხვალ,21:30 საათზე გაიმართება.

„სასუოლოსთან მარტივად ვერ მოვიგებთ და მათი არ დაფასება არ შეიძლება.მათ ატალანტასთან საკმაო რაოდენობის მომენტები ჰქონდათ და შანსები რომ გამოეყენებინათ,შესაძლოა შედეგი სხვა ყოფილიყო.

„ჩვენ ძალიან,ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ,რადგან სასუოლო კარგ ფორმაშია და ისინი პოზიტიურ,შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.თამაში სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა და სწორი ჩვენს თავებში სწორი მიდგომა და მონდომება უნდა ვიპოვოთ.


„სასუოლოს ბურთის ფლობა მოსწონს,ამიტომ ჩვენ ფლანგები უნდა დავტვირთოთ და შესაბამის დროს დაველოდოთ.მათ წინააღმდეგ მოსამზადებლად დრო არ გვქონია,თუმცა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად ვიცით.

„ბროზოვიჩი სტეფანო და ვესინო გუნდს ვერ დაეხმარება და ნახევარდაცვაში საკმაოდ მწირი არჩევანი გვაქვს,ამიტომ როტაცია აუცილებლად იქნება,ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ.

„იუვენტუსს და ლაციოს ჩვენზე მეტი ქულა აქვთ,თუმცა ინტერი დანებებას არ აპირებს.ვფიქრობ,ჩვენ თამაშით მათ ვაჯობეთ,ამიტომ შეუძლებელი არაფერია.წინ საკმაო რაოდენობის მატჩებია,რომ იმედი დავიტოვოთ,ვნახოთ რა მოხდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.