კონტეს ასისტენტი:“ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა“

ანტონიო კონტეს თანაშემწემ,რომელიც დღეს ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ხელმძღვანელობდა განაცხადა,რომ ნერაძური უკეთესი იყო და მოგება დაიმსახურა.

„ეს აშკარად დამსახურებული გამარჯვება იყო.ვიცოდით,რომ პარმა ძალიან საშიში მოწინააღმდეგე იყო.ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ინიციატივას ვფლობდით და დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ.

„ჩვენ სასუოლოსთან გაშვებული გოლები განვიხილეთ და ხვალ,პარმას გოლსაც განვიხილავთ.ადვილი არ არის,როდესაც შენი 3 მცველიდან ორს ცვლი,ეს მათი პირველი თამაში იყო ბოლო თვეების განმავლობაში და ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაში,როგორიც ჯერვინიოა,მარტივი ნამდვილად არ არის.

„ბოლო შხვედრების სტატისტიკას თუ შევხედავთ,ჩვენ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ,რაც ინტერის დონის გუნდისთვის შეუფერებელა,თუმცა საერთო თამაშის ხარისხი საკმაოდ კარგია და დღითი დღე უმჯობესდება.

„ინტერი ძალიან ბევრ მომენტს ქმნის,თუმცა უფრო მეტი უნდა შევქმნათ და რაც მთავარია,უფრო მეტი გამოვიყენოთ.ჩვენ ერიქსენის გამო ტაქტიკა შევცვალეთ და მას ტრეკუარტისტას როლი მივეცით,ამიტომ თავიდანვე იდეალურ თამაშს არ ველოდით.

„მთავარი ის არის,რომ გუნდი პროგრესირებას განაგრძობს.ჩვენ ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.