Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ასისტენტი:“ ანტონიო ინტერიდან სტაბილურობის ნაკლებობის გამო წავიდა“

ინტერში ანტონიო კონტეს ასისტენტმა მწვრთNელმა კრისტიან სტელინიმ იტალიელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა.

„ანტონიო კონტეს გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი სტაბილურობის და პროგრამის ნაკლებობაა. ინტერმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდისთვის ახლა იდეალური დრო იყო, რომ დომინაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ჰაკიმის სახით გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა სტაბილურობა და პროგრესი არ არის.

„ინძაგი ? ინტერმა კონტეს შესანიშნავი შემცვლელი შეარჩია. სიმონე ძალიან ძლიერი სპეციალისტია, რომელიც კონტეს მსგავსი სქემით მუშაობს. ახალ მწვრთნელს გუნდში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმი მოყვება და მთავარია, რომ ნერაძურიმ პირველი სირთულეები, რომლებიც აუცილებლად იქნება, მარტივად გადალახოს და ენთუზიაზმი შეინარჩუნოს.

„ჰაკიმი ? ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ინტერს მისი შეცვლა ძალიან გაუჭირდება.

„ჩალჰანოღლუ ინტერში ? ფეხბურთელი არა სახელის, არამედ მის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით უნდა შეაფასოს, ამიტომ ჯერჯერობით ამ ტრანსფერზე საუბარი ძალიან ადრეა. განვიხილავდით თუ არა ჩალჰანოღლუს ტრანსფერს კონტეს დროს ? არა, მის შესახებ არც კი გვისაუბრია.“