Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს გუნდში ტორინოს ფორვარდის ხილვა სურს

სპორტული გამოცემა Todofichajes-ის მტკიცებით, ანტონიო კონტემ გუნდის ხელმძღვანელობას ტორინოდან სიმონე ძაძას გაფორმება სთხოვა.

კონტეს შეტევის გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელით სურს და მისი აზრით სიმონე ძაძა სათადარიგოთა სკამიდან გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

იტალიელ სპეციალისტს ძაძასთან ერთად უკვე ნამუშევარი აქვს. 29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ გუნდთან 2023 წლის ივნისში იწურება და მისი ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი ევროა.

ძაძას გარდა, ინტერს ჩელსის ოლივიე ჟირუ, შანდონგ ლუნენგის გრაციანო პელე, პარმას ჟერვინიო და კალიარის ლეონადრო პავოლეტიც დაუკავშირეს.